ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა, თვითმფრინავი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმფრინავის ავიაკასტროფის დროს დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, An-26-ის სამხედრო თვითმფრინავი სწავლების დროს ჩამოვარდა. დაშვების წინ მფრინავმა გადასცა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის მარცხენა ძრავა აღარ მუშაობდა.