ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, 53 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ ინფორმაციის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
დღეის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, აქედან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 878-ს აღწევს, აქედან 7 გარდაცვალა.