უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის, სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს (არა უმეტეს 2 000 ლარისა) აუნაზღაურებს.
ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N88 განკარგულების საფუძველზე ახალგაზრდებს, რომლებმაც მიმდინარე წელს სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრეს, ფულადი ჯილდო (300 ლარი – ოქროს მედალოსანი, 200 ლარი – ვერცხლის მედალოსანი) გადაეცემათ
500 (ხუთასი) ლარით დასაჩუქრდებიან საჯარო სკოლების ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს.