/ხურვალეთთან ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი კიდევ გადმოწიეს

ხურვალეთთან ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი კიდევ გადმოწიეს

Spread the love

 

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო მხარის მიერ მორიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, კერძოდ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ხის ძელები განათავსეს, რომელიც შემდგომში ღობის განსათავსებლად არის საჭირო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში

 

 


Spread the love