/ცაგერის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულთა რიცხვი 7 გაიზარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულთა რიცხვი 7 გაიზარდა

Spread the love

ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. დაინფიცირებულთა ისტორია თბილისში ჩატარებულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თეა გურგუჩიანის განცხადებით,   კვლევების შედეგად ლაბორატორიაში გაგზავნილი 121 ბიოლოგიური ანალიზიდან დაემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 5 სოფელ ორბელის, 2 კი ლაჯანის მაცხოვრებელია.

მისი თქმით, 2 არასრულწლოვანია და ყველა ახალი შემთხვევა თბილისის ქორწილის პირდაპირი კონტაქტია.

დღეს კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა და მოსახლეობის ტესტირება სოფელ ორბელში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ლაჯანა, ლეშკედა, სპათაგორსა და ორბელში ეპიდემიოლოგიური კვლევები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 დღის წინ კოვიდინფექციის 5 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 


Spread the love