ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 41 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.
24 საათის განმავლობაში საავადმყოფოდან გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი.