/,,მამისონი აუცილებლად უნდა გაიხსნას” დავით საგანელიძე

,,მამისონი აუცილებლად უნდა გაიხსნას” დავით საგანელიძე

Spread the love

 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა და  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა–დავით საგანელიძემ ონში, ჰოლოკოსტის მონუმენტის გახსნისას განაცხადა, რომ მამისონის უღელტეხილზე გზა აუცილებლად გაიხსნება და საქართველომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს. მისი თქმით, რაჭისთვის აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია.

“მიხარია, რომ ონი ძალიან წინ მიდის თქვენი და ხელმძღვანელების აქტივობით. ველოდები, ერთი სული მაქვს, როდის გადმოვალთ ონში ახალი გზით, ველოდები, როდის გაიხსნება მამისონი და აუცილებლად უნდა გაიხსნას. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან იმიტომ, რომ ონისთვის და ამ კუთხისთვის ეს გზა უმნიშვნელოვანესი გზაა.

ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, როგორც ამ გზის აქტივობაში ძალიან დიდი წვლილი იყო და შევეცადე რომ ეს გზა გაგვეჭრა, დაგვეწყო და დამთავრდება მომავალი წლის ბოლოს, გაკეთდეს გზა ღებიდან უშგულისკენ. ეს უმნიშვნელოვანესი გზაა, რომ ჩვენ რაჭა ღებიდან მესტიამდე შევაერთოთ და ეს პროექტი მომზადების სტადიაზეა. ალბათ, როგორც კი ეს გზა დამთავრდება, იმ გზაზე დავიწყებთ მუშაობას. ეს ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრად გადააქცევს ამ ულამაზეს კუთხეს” ამბობს საგანელიძე.

დავით საგანელიძის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდა ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. 

ვიდეო:https://bit.ly/3jOLcSl


Spread the love