დღეს, 1 სექტემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
სახლი დაახლოებით 70 მ² იყო, პირველი ე.წ კაპიტალური ნაგები, ხოლო მეორე სართული მთლიანად ხის მასალის, რომელიც მთლიანად დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით; სახანძრო სამაშველო სამსახურის მისვლის დროს ცეცხლი სახლის მთელს პერიმეტრზე უკვე გავრცელებული იყო.