/ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ 15 სექტემბრისთვის რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ 15 სექტემბრისთვის რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს

Spread the love

 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას 15 სექტემბრიდან აპირებს.

,,საზღვრის” კვეთაზე აკრძალვა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება:

„მიმაჩნია, რომ გზა უნდა გაიხსნას 15 სექტემბრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამ დროისთვის ჩვენი ბავშვები უკვე წავლენ სკოლებში, დაიწყება სასწავლო პროცესი სრული მასშტაბით. თუმცა, მხედველობაში მიიღება ის შესაძლო რისკები, რომელიც საზღვრის გახსნასთან არის დაკავშირებული“


Spread the love