ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა, გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევა მესტიის კლასტერს უკავშირდება.
ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.
რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი: ,,წუხელ დადასტურდა კორონავირუსის ორი შემთხვევა და ორივე ინფიცირებული ღამეს გადაყვანილნი იყვნენ ქუთაისში, შესაბამის სტაციონარში. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და ტარდება მასიური ტესტირება”