მეხანძრე-მაშველებმა ლენტეხში, სტიქიის ზონაში საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბროლაურის განყოფილების მეხანძრე მაშველებმა ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს.
შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც ტექნიკა და ხიდის აღდგენითი სამუშაოების ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება.