/ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Spread the love

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.

განკურნებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამჟამად 1 128-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.

ინფიცირებულის ახლობლები და საოჯახო სასტუმროს სტუმრები, სულ 18 პირი იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სამი კი, თვითიზოლაციაში რჩება.

ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 26 პაციენტი მკურნალობს.

 

 


Spread the love