/შესაძლებლობები ყველასთვის – ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ღონისძიება გამართა.

შესაძლებლობები ყველასთვის – ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ღონისძიება გამართა.

Spread the love

მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ღონისძიება გამართა.

ამბროლაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი  2016 წლის ნოემბერში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) საქართველოში ფინანსური მხადაჭერით გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით, რვა რეგიონში, თორმეტი ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიარონ ასევე  სხვადასხვა სოციალურ კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩაერთონ.

ზრდასრულთა განათლება წარმოადგენს, ყველა სახის მიზანმიმათულ ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებას, რომელიც ხორციელდება მუდმივად, სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე, ცოდნის კომპეტენციისა და უნარ ჩვევების სრულყოფისათვის.

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გახსნის დღიდან  დღემდე პროფესიულ და პიროვნულ კურსებზე (ინგლისური, სახელმწიფო შესყიდვები, კომპიუტერის სწავლება, მენეჯმენტი, სამოქალაქო განათლება, ბიზნესი და მარკეტინგი, ეკო ტურიზმი, ბუღალტერია, ხის მხატვრული დამუშავება, ავეჯის დამზადება, ხელნაკეთი ნივთები, ქარგვა, ჭრა–კერვა, აპლიკაციების შექმნა, თექაზე მუშაობა და ავტომობილის მართვა–თეორია და ვეტერინარია) გადამზადება გაიარა 850–მდე ბენეფიციარმა, სხვადასხვა ტრენინგებს, ღონისძიებებსა და შეხვედრებში დაახლოებით 10 000–მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ცენტრის ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
მოსულ სტუმარს საშუალება ჰქონდა ადგილზე ენახა ხეზე, თექაზე, ფარდაგზე მუშაობის პროცესი და თავადაც მიეღო მონაწილეობას მასში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ცენტრის ახალი მუსიკალური ბენდის პრეზენცატია, რომელიც ულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.


Spread the love