/კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა

Spread the love

ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულებიდან 7 ადგილობრივია და ფაქტობრივად  ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში, სტუმრისგან გადაედოთ. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს.
„უკვე გამოკვლეულია 37 კონტაქტი. ეპიდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა არის მესტიაში და ჩატარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
რაც შეეხება მესტიის რაიონის ჩაკეტვას, ვიბლიანის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდკვლევების შედეგებზე.
„რეგიონში გვაქვს კორონავირუსუიის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ინფიცირებულებს ვირუსი მათგან გადაედოთ. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. მათგან შვიდი მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ  სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს. წყაროს გამოსავლენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ხუთი ბრიგადა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება განხორციელდება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
“მე მაქვს კონკრეტული შეხვედრა ჩვენს საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 25 პირს დაუდგინდა. ამით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა.

 


Spread the love