მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას გამოეხმაურა.
მწერალი ორჰან ფამუქი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბევრი თურქი მოქალაქის “ღირსება შელახა”.
“ამ გადაწყვეტილებას ჩემ მსგავსად მილიონობით სხვა სეკულარიზმის მომხრე თურქი აპროტესტებს, თუმცა მათი ხმა არავის ესმის”
“აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დანარჩენ მსოფლიოს ამცნობს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ სეკულარული სახელმწიფო აღარ ვართ”.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სასამართლომ თითქმის საუკუნის წინანდელი ბრძანება გააუქმა და 10 ივლისს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.
ვრცლად ამ თემაზე: https://bit.ly/38OXGVG