/რა წესების დაცვა მოუწევთ ზღვის სანაპიროზე

რა წესების დაცვა მოუწევთ ზღვის სანაპიროზე

Spread the love

ზღვის სეზონის დაწყებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაცული იქნას ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ახალი სექტორული რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო  ადგილას განთავსდეს ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ასევე, მიზანშეწონილია განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები და პლაჟები დაიყოს ზონებად.
მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლი პერიოდულად დასუფთავდეს ნარჩენებისგან.  სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი კი უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი.
რეგულაციებიი ვრცელდება სანაპიროზე განთავსებულ ატრიბუტებზეც. აკრძალულია შეზლონგებზე რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. ასევე, აუცილებელია წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ მათი დეზინფექცია სათანადო წესით.
დახურული სივრცის შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.
ასევე აუცილებელია დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანგარისსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას ხელთამანები.
მნიშვნელოვანია დისტანცის დაიცვა. (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე).

 

 


Spread the love