/საქართველო “მწვანე ზონად” გამოცხადდა

საქართველო “მწვანე ზონად” გამოცხადდა

Spread the love

დღეს, ევროპის საბჭომ წევრი სახელმწიფოებისათვის გასცა რეკომენდაცია, 1-ლი ივლისიდან 14 უსაფრთხო ქვეყნისათვის გახსნან საზღვრები.
14 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, შედის საქართველოც.
აღნიშნული სია განახლდება ორ კვირაში ერთხელ.
სიაში მოხვედრისთვის და უსაფრთხო ზონად გამოცხადებისთვის ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
როგორებიცაა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. კერძოდ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან უნდა იყოს მასზე დაბალი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტაბილური და კლებადი სტატისტიკური მონაცემები.
ასევე, გათვალისწინებული იქნება კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, მათ შორის დისტანცია, ასევე ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები.
მნიშვნეოვანია, ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ტესტირების, დაკვირვების, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები ეხებათ შენგენის ასოცირებულ ქვეყნებსაც – ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

 


Spread the love