/რამდენად უსაფრთხოა პოპულარული აპლიკაცია Tik Tok

რამდენად უსაფრთხოა პოპულარული აპლიკაცია Tik Tok

Spread the love

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა კვლევა, ყველასათვის საყვარელ  TikTok-ისაპლიკაციაზე, მისი ფუნქციების და აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ.

აპლიკაცია ჩინური კომპანიის მიერ 2018 წელს შეიქმნა და განსაკუთრებული პოპულარობა კორონავირუსის პანდემიის დროს მოიპოვა.  მისი აქტიური მომხმარებლემი არიან ცნობადი ადამიანები მთელს მსოფლიოში, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი აპლიკაციის პოპულარიზაციას.

აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელს, დაბადების თარიღს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა ან/და ტელეფონის ნომერს.

რეგისტრაცია შესაძლებელი სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, როგორიცაა Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ი და სხვა, შესაბამისად მომხმარებელი აპლიკაციას აძლევსს საშუალებას დამატებით მიიღოს მისი პირადი ინფორმაცია.

აპლიკაციას წვდომა აქვს მოწყობილობაში არსებულ შემდეგ მონაცემებზე:

მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორია – აპლიკაციას წვდომა აქვს მოწყობილობაში ჩაწერილ სხვა აპლიკაციებსა და პროგრამებზე.

მაგალითად თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ Facebook-ის, Viber-ის ა და WhatsApp-ის აპლიკაციები , TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია მათგან ინფორმაციის წაღება.

მიკროფონი – აუდიო  ჩაწერაზე წვდომის საშუალებით აპლიკაციას ნებისმიერ დროს, თანხმობის გარეშე, შეუძლია ხმის ჩაწერა. აპლიკაცია მხოლოდ ერთხელ გეკითხებათ ხმის ფუნქციაზე წვდომის ნებართვას და ამის შემდეგ უკვე ავტომატურად ახორციელებს ჩაწერას.

ტელეფონის მეხსირება –  აპლიკაციას შეუძლია მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა/დათვალიერება, ჩაწერა, წაშლა ან რედაქტირება. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ სურათები ან ვიდეოგამოსახულებები, აპლიკაციას შეუძლია მათი დათვალიერება. აპლიკაციას თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან.

კამერა – ფოტო და ვიდეო გადაღება – TikToK-ის აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის კამერის საშუალებით ვიდეო ან ფოტო
გამოსახულება ჩაიწეროს, მაშინაც კი, როდესაც აპლიკაციას არ იყენებთ.

Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია – თუ თქვენს სახლში გაქვთ უკაბელო მოწყობილობა (Wi-Fi) ინტერნეტთან კავშირისათვის, რომელსაც თქვენი მოწყობილობა უკავშირდება, TikToK-ის აპლიკაცია კითხულობს თქვენი უკაბელო მოწყობილობის დასახელებას.

გარდა ამისა, მას აქვს წვდომა ყველა უკაბელო მოწყობილობის (Wi-Fi) დასახელებებთან, რომელებიც ოდესმე გამოგიყენებიათ და მათ შესახებ მონაცემები თქვენს მოწყობილობაშია შენახული.

კონტაქტების წაკითხვა – თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ თქვენი ნაცნობების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ელფოსტის მისამართები და სხვა საკონტაქტო მონაცემები, TikTok-ის აპლიკაცია კითხულობს ყველა ამ მონაცემს.

აპლიკაცია აგროვებს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელიც პირმა ატვირთა აპლიკაციაში, ასევე ატვირთულ ვიდეოზე სხვა მომხმარებლის მიერ
განხორციელებულ ყველა კომენტარსა და მოწონებას. ამასთან, ინახავს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ ტვირთვას
აპლიკაციაში და საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია.

აპლიკაცია, ორივე შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს შექმნილი აქვს საკუთარი ანგარიში ან უბრალოდ იყენებს აპლიკაციას მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით, ავტომატურად აგროვებს მომხმარებელთან დაკავშირებულ ისეთ ტექნიკურ მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად, IP მისამართი; ძებნის ისტორია; ინფორმაცია მობილური ოპერატორის, აპლიკაციის იმ ვერსიის შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს და სხვა.

ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით აპლიკაცია იყენებს მომხმარებლის მიერ საკუთარ გვერდზე მითითებულ ინფორმაციას საცხოვრებელ რეგიონთან დაკავშირებით ან/და GPS-ს სერვისს.


Spread the love