რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა –არჩილ ჯაფარიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა.

დავით ჩიკვაიძე განათლებით სამართლის დოქტორია .
სამუშაო გამოცდილება :კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ( ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ) ,ასევე საქართველოს მთავრობის კანცელარია.

თანამშრომლებთან წარდგენის შემდეგ ,ხელმძღვანელებმა ქ.ონში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.










