/სასმელი წყალი ამბროლაურში

სასმელი წყალი ამბროლაურში

Spread the love

 . ხშირი წვიმების შემდეგ, სასმელი წყალი რაჭაში, წლების მანძილზე დიდ პრობლემას და უკმაყოფილებას წარმოადგენს,  ახლაც იგივე მეორდება, გაწვიმდა და  სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა ეს თემა,  უახლოეს დღეებში, დაბინძურებული წყლის უამრავი ფოტო დაიდო.

ქ.ამბროლაურის წყალმომარაგებას ემსახურება შ.პ.ს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”  და სწორედ  ამ კომპანიის ამბროლაურის სერვის ცენტრის მენეჯერს  მამუკა კაციტაძეს ვთხოვეთ კომენტარი  ქ.ამბროლაურში სასმელი წყლის ვარგისიანობაზე.

–ქალაქის წყალმომარაგება ხდება 4 სათავე ნაგებობიდან, კერძოდ:

  1. სხვავის სათავე ნაგებობა
  2. კრიხის სათავე ნაგებობა
  3. ხოტეურის სათავე ნაგებობა
  4. ღურღულეთის სათავე ნაგებობა

რომლებიც წარმოადგენენ მიწის ქვეშა კასტრულ წყლებს. გაზაფხულის პერიოდში ხშირი და გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალი იფერება, შეფერვის დროს წყალს უკეთდება ლაბორატორიული ანალიზები და თუ არ შეესაბამება სტანდარტებს, ქალაქის მოსახლეობას და იურიდიულ პირებს მისდით შეტყობინება წყლის შეწყვეტის  თაობაზე.

ლაბორატორია სისტემატურად ახდენს  (შაბათ–კვირასაც) წყლის ხარისხის კონტროლს, კერძოდ კეთდება წყლის ქიმიური, მიკრობიოლოგიური, ორგანული ლეპტიკა  და ჟანგბადის ანალიზები.

სოფ. იწაში მდებარე რეზერვუარებზე  წყლის დეზინფექცია კეთდება თხევადი ქლორით, უწყვეტ რეჟიმში. თვეში ერთხელ ხდება მაგისტრალებიდან შემომავალი წყლების სინჯების აღება და მილების დეზინფექცია ქლორიანი კირის საშუალებით.

თვეში ერთხელ წყალი იგზავნება ქ.თბილისში, კომპანიის ლაბორატორიაში და უკეთდება ანალიზი.

პერიოდულად ხდება წყლის შემოწმება ქ. ბათუმში, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ (გეგმიურად).

ერთ–ერთი გამოსავალი არის წყლის გამრიცხველიანება, რის შედეგადაც წყლის ხარჯი შემცირდება 7–8 ჯერ და ამ დროს საკმარისი იქნება დარაჩენი  სამი სათავე–ნაგებობიდან შემომავალი წყლის დინებები.

ონკანში შემოსული წყალი სრულიად უსაფრთხოა, თუ საეჭვოა წყალი იმ შემთხვევაში იკეტება დაუყოვნებლივ.

გარეკანის ფოტო: თორნიკე არსანიძე



Spread the love