/ამბროლაურის ლიბერთი ბანკი

ამბროლაურის ლიბერთი ბანკი

Spread the love

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამბროლაურის ლიბერთი ბანკი აქტიურად მუშაობს, ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მის მმართველ–ბაკურ სანთელაძეს

,,ჩვენი ბანკი ემსახურება სოციალურ პროექტებს, (ვგულისხმობ პენსიებს და სოციალურ დახმარებებს) ასევე რამდენიმე ათას ფიზიკურ პირს.

ლიბერთი ბანკმა საკუთარი სახსრებით  უზრუნველყო,  პენსიის  ადრე ჩარიცხვა (აპრილის და მაისის თვის), ჩვენ  70 წელს ზემოთ პირებს ოჯახებში,  კარდაკარ დავურიგეთ პენსიები და სოციალური დახმარებები. აუცილებლობიდან გამომდინარე თუ პენსიონერი ჩვენთან  მოვიდა, აქაც მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქს, მის მიმართ.

ჩვენი ქვეყნის სამმა უმსხვილესმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, სამი თვის განმავლობაში არ გადაეხადა მსესხებელს სესხის ძირი და პროცენტი, შესაბამისად  მოხდა სამ თვიანი გადავადება, მათ არანაირი დანამატის გადახდა არ მოუწევთ, ხოლო შემდეგ კი ჩვეულებრივად განაგრძობენ  გადახდას.”

ვცრვლად მოუსმინეთ  –  https://soundcloud.com/radio-olim/srcufdtjrqmd

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 


Spread the love