/შუა კრიხის მიმდებარე ტყის მასივი იწვის

შუა კრიხის მიმდებარე ტყის მასივი იწვის

ამბროლაურში სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული

რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი.

ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service