გიორგი არის ბიჭი, რომელმაც დატოვა თბილისი და გადმოსახლდა რაჭიში, სოფელ ბეთლევში.
უკვე ორი წელია რაც აქ ცხოვრობს და ცდილობს საინტერესო, სასიამოვნო და სასარგებლო გარემო შექმნას რაჭაში.
გიორგი მაცაბერიძესთან ერთად ტურისტული ტურების კომპანია RACHA Adventure HUB ჩამოაყალიბა, რომელიც აწყობს ტურებს რაჭის მასშტაბით (ბიჭებმა თავად შემოიარეს მთელი კუთხე და კარგად შეისწვალეს ბილიკები). ეს იყო პირველი საქმე რომელიც რაჭაში დაიწყო, შემდეგი უკვე იყო Zip-Line ცხრაჯვარზე, რომელმაც ძალიან დიდი რეაქცია და ინტერესი გამოიწვია.
ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმოების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. როგორც გადმოცემით ვიცით რაჭაში ხორბლის დიდი კულტურა ყოფილა, რომელიც უკვე დაკარგულია, ძალიან ცოტას თუ ახსოვს რაჭული ხორბალი და უკვე ცოდნა იმისა, თუ როგორ მოჰყავდათ ეს უნიკლური ჯიში არავის აქვს.
გიორგი და მისი მეგობრები როგორც თავად ამბობს ,,ველოსიპედს ხელახლა იგონებენ”, წელს დაახლოებით ხუთი ტონა თეთრი დიკა ხორბალი (ქართული ხორბლიდან ერთ–ერთი ძვირფასი სახეობა) მოიყვანეს, ნაწილი გაყიდეს, ნაწილი დააგემოვნეს და უმეტესი წილი კი სათესლედ შეინახეს. აპირებენ, რომ კიდევ უფრო განავითარონ ეს მიმართულება, ცდილობენ ხორბალის კულტურა დააბრუნონ რაჭაში და ფიქრობენ რომ მოხთოვნა ძალიან დიდი იქნება.
გიორგიმ ბეთლევში გააკეთა ქართული ღორების ფერმა, რომელთა გამრავლებასაც აპირებს ამასთან ერთად მუშაობს შპს FAIR TREES–ში.
რაც მთავარია, გიორგის გრძელვადიანი გეგმები აქვს რაჭაში და არსად წასვლას არ აპირებს.