2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ექსპერტმა ვიტოლდ სარტორიუსმა, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, პროგრამის ეროვნულ კოორდინატორთან დავით მელუასთან და რეგიონალურ კოორდინატორებთან ერთად შეხვედრა გამართა, სახელმწიფო რწმუნებულ არჩილ ჯაფარიძესთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან.
პროგრამა ითვალისწინებს ოთხ საპილოტე რეგიონში (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, გურია,
კახეთი) ხელსაყრელი გარემოს შექმნას, დაბალანსებულ, მდგრად სოციალურ-
ეკონომიკურ განვითარებას ინტეგრირებული, ტერიტორიული განვითარების ინიციატივების საშუალებით.
პროგრამა სამი წლის განმავლობაში განხორციელდება და ევროკავშირის მიერ დაფინანსდება.
პრიორიტეტული მიმართულებები საპილოტე რეგიონების;
ურბანული განახლება, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის გაძლიერება და
ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინოვაციების ხელშეწყობა და ინტეგრირებული განვითარება.
დ