მიმდინარე წლის 28 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის საგენტო საქართველომ, გამართა პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით ,,რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარების ინიციატივა”.
პროექტის მიზანია: რეგიონალური და ადგილობრივი ეკონომიკის სტაბილურობა და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის ურუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები სამი ძირითადი მიმართულებით იქნება წარმოდგენილი.
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
მოქალაქეთა ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების, მუნიციპალიტეტების ფუნქციების და ვალდებულებების, მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების(LED) ინიციატივების და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ;
თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ ჯაფარიძე , სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის,ონის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფერმერები.
შეხვედრისას ხელი მოეწერა პროექტის ფარგლებში, რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ამბროლაურის, ონის, ცაგერი და ლენტეხის მუნიციპალტეტსა და ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის საგენტო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის “პროექტის ფარგლებში.შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.