/როგორ და როდის იყენებენ ტრახისანს ბავშვებში

როგორ და როდის იყენებენ ტრახისანს ბავშვებში

რატომ უნდა ვასწავლოთ ადამიანს პირის ღრუს ჰიგიენა ღრმა ბავშვობიდან?

ამ კითხვაზე ადვილად გასცემთ პასუხს, თუ ერთხელ

მაინც დაგჭირდებათ მედიკამენტი ტრახისანი,

მით უფრო თქვენი პატარისთვის.

პირის ღრუს ინფექციები განსაკუთრებით ხშირია მოზარდებში — ყელის,
ჯირკვლების, კბილის, ღრძილის სხვადასხვა ფორმის გაუსაძლისი ტკივილის
გამო, მშობლებს ხშირად უწევთ ბავშვის ექიმთან მიყვანა, რომელიც შესაბამის
დიაგნოზს სვამს და შესაბამის მკურნალობას ნიშნავს.

დასმული დიაგნოზების უმრავლესობა კი შესაძლოა, სწორედ პირის ღრუს
არასრულყოფილი ჰიგიენას უკავშირდებოდეს. თუმცა სხვა მიზეზებიც არ
გამოირიცხება, მაგალითად კბილის ბჟენები, კბილთა მჭიდრო დგომა, ღრძილების
ტრავმა, იმუნოდეფიციტი, სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება,
ინფექციური თუ სომატური დაავადებები. ყველაფერი ეს კი ერთობლიობაში
შესაძლოა შემდეგი დაავადების მიზეზი გახდეს:

სტომატიტები – ეროზიები და წყლულები პირის ღრუში;
● გინგივიტები – კბილთაშორისი დვრილებისა და მარგინალური (კიდოვანი)
მონაკვეთების ანთებით; 
● პარადონტიტები  – ღრძილის ანთება;
● გლოსიტები – ენის ქსოვილების ანთება; 
● ტონზილიტები – ნუშურა ჯირკვლის ანთება; 
● ფარინგიტები – ყელის ტკივილი;  
● დისფაგია – გაძნელებული ყლაპვა და ა.შ. 
სწორედ ამ დაავადებების დიაგნოსტიკის დროს მიმართავენ ექიმები
ადგილობრივ ანტიბიოტიკს ტრახისანს, რომელიც აუტანლად მტკივნეული და
უსიამოვნო პროცესების განკურნების სწრაფი და ეფექტიანი საშუალებაა.

უნდა იცოდეთ ისიც, რომ ტრახისანი შესაძლოა ბავშვს პირის ღრუსა და ხახის
მიდამოზე ოპერაციების შემდგომი ინფექციების გავრცელების
პროფილაქტიკისთვისაც დაუნიშნონ, მაგალითად კბილის ამოღების, ან
ღრძილზე ნებისმიერი სახის ოპერაციის შემდეგ.  

რა ქმნის ტრახისანის ეფექტიანობას
ტრახისანი ანტიბაქტერიული და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტია.
ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს კი იგი სამმაგი მოქმედების
და სამკომპონენტიანი — ტოპიკური ანტიბიოტიკი (თიროტრიცინი),
ანტისეპტიკი ( ქროჰექსიდინი) და ანალგეტიკი (ლიდოკაინი), შემადგენლობით
აღწევს.

რაც მთავარია, ტრახისანის დანიშვნის შემთხვევაში, მშობლებს შეუძლიათ
მშვიდად იყვნენ, რადგან ამ მედიკამენტის ეფექტიანობა და უსაფრთხოება
კლინიკური კვლევებით არის დამტკიცებული.

რისი ცოდნაა აუცილებელი ტრახისანის მიღებამდე —გვერდითი მოვლენები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრახისანი უსაფრთხო ანტიბიოტიკის ჯგუფს
განეკუთვნება. თუმცა იშვიათად შესაძლოა სხვადასხვა გვერდითმა ეფექტებმა
იჩინოს თავი, ამიტომ ვიდრე ბავშვის მკურნალობას დაიწყებთ, გარკვეული
სიფრთხილის ზომები მაინც დაგჭირდებათ. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ
შესაძლოა მედიკამენტმა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. 
არ შეგეშინდეთ თუ პატარა პაციენტს ტრახისანით მკურნალობისას
გაუუარესდეს გემოს შეგრძნება, ან ენის დაბუჟება იგრძნოს – ეს სიმპტომები
თერაპიის დასრულებისთანავე სრულად გაუქრება. 
ასევე არ გაგიკვირდეთ თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს კბილების ან ენის ფერი 
მოყვითალო-მოყავისფრო ფერით შეეცვლება – ამას მედიკამენტის
გახანგრძლივებული გამოყენება იწვევს.
მკურნალობის დასრულებისთანავე, ამასთან პირის ღრუს ჰიგიენის სწორი
დაცვის შემთხვევაში, ბუნებრივი ფერი მარტივად დაუბრუნდება. 

ტრახისანის უკუჩვენება   

გახსოვდეთ, ტრახისანის  საწუწნი ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლოაფრუქტოზას აუტანლობის და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გამოიწვიოს.
ამასთან, ტრახისანი არ მისცეთ მოზარდს, თუ პირის ღრუსა და ხახაში ახალი,
დიდი ზომის ჭრილობები აქვს.  
აქვე დაგამშვიდებთ, ამ ეტაპისთვის არ არსის ცნობილი, რომ ტრახისანი
ურთიერთქმედებაში შედის სხვა რომელიმე სამკურნალო საშუალებებთან. 

რა ფორმით და რა დოზით უნდა დაალევინოთ ბავშვს ტრახისანი
თავიდანვე გეტყვით, რომ ტრახისანი სააფთიაქო ქსელებში იყიდება როგორც
საწუწნი აბების, ასევე ყელში გამოსავლები ხსნარის სახით – პატარა პაციენტის
განსაკურნებლად რომელი ფორმა იქნება უკეთესი, ამას ექიმი თავად
განსაზღვრავს.

თუ ბავშვს პირის ან ხახის ღრუს ანთება აქვს, ამ შემთხვევაში უმეტესად ხსნარი
ინიშნება. ანუ – ერთი სუფრის კოვზ (15 მლ) გაუზავებელ ხსნარს
გამოავლებინებთ დღე-ღამის განმავლობაში 3-4-ჯერ.

ხოლო თუ აბი დაუნიშნა ექიმმა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ასაკს.
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებმა დღეში უნდა გაწუწნონ დაახლოებით 8 აბი —
ორსაათიანი ინტერვალით, ისე როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა. 
უფრო პატარებმა კი დღეში მხოლოდ 6 ტაბლეტი უნდა მიიღონ.

თუმცა, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ ტრახისანით მკურნალობა მხოლოდ 4 წლის ზევით მოზარდებისთვისაა  დაშვებული.

როგორც გამოკითხვებით ირკვევა, პაციენტების 70 % ირწმუნებიან, რომ
ტრახისანის მიღებიდან 2 სთ-ში ყელში ტკივილის შეგრძნება შეუმსუბუქდათ.
თუ თქვენი პატარაც იტყვის, რომ ტკივილი მოეხსნა, მკურნალობის კურსს ნუ
გააჩერებთ, ბოლომდე მიჰყევით ექიმის დანიშნულებას.

მაგრამ, თუ ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი კვლავ უჩივის ტკივილებს
ან უსიამოვნო შეგრძნებას, აუცილებლად მიიყვანეთ ისევ მკურნალ ექიმთან, რომ
ხელახლა შეფასდეს მისი მდგომარეობა.

ზოგადად კი იცოდეთ,  ტრახისანის აბების გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის
განმავლობაში დაუშვებელია.

გახსოვდეთ, ტრახისანი თქვენი და თქვენი ბავშვის სანდო და ეფექტიანი
მცველია ყელის ტკივილის ან პირის ღრუს ინფექციის დროს.