/რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყო

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყო

Spread the love

ონის მუნიციპალიტეტის გომის თემის მოსახლეობისათვის 2024 წლის 19 ივლის ჩატარდა იდეების კონკურსი თემაზე: „ბუნების დაცვასთან დაკავშირებული იდეები და თავს გადახდენილი ისტორიები“! კონკურსის გამარჯვებულები: I ადგილი – შოთა ბენდიანიშვილი (სოფ. ჯინჭვისი) იდეით: „გარემოს დაცვა სინთეზური ნარჩენებით დაბინძურების პრევენციით“ II ადგილი – შოთა ჩიხრაძე (სოფ. ჯინჭვისი) ისტორიით: „ადამიანის მიერ გარეული ცხოველის (შველის) გადარჩენა“ III ადგილი – იმედა ჩიხრაძე (სოფ. ჯინჭვისი) იდეით: „აბორიგენული ჯიშების ხეხილის მყნობა და გავრცელება სოფლის ჭალებში“. სოფელ ჯინჭვისის და გომის მცხოვრებ თერთმეტ კონკურსანტს კი წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.

კონკურსის ჟიური შედგებოდა, ონის მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ოთხი წარმომადგენლისა და ორი ადგილობრივი წევრისაგან. კონკურსის განმახორციელებელი ორგანიზაციები: კონკურსი ჩატარდა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის „ ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“, ხოლო ადგილზე კოორდინაციას ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“ რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საგრანტო პროექტების დაფინანსება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის არსებული საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს.


Spread the love