/თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია შემეცნებით ტურნეს აგრძელებს მესტიაში

თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია შემეცნებით ტურნეს აგრძელებს მესტიაში

Spread the love

13 ივლისს, თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიის „შემეცნებითი ტურნე რეგიონების“ ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება მესტიაში, კულტურის სახლის დარბაზში. ხვალინდელ შეხვედრას ფსიქოლოგი ზურა მხეიძე დაუთმობს ურთიერთობების თემატიკას. ადგილზე მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.

შეხვედრის პირველ ნაწილს ექნება ინფორმაციული ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციას დაეთმობა, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მომხსენებელს დაუსვას თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები.

პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

  • 19 ივლისს – ზუგდიდში
  • 20 ივლისს – ფოთში

შეხვედრებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე! დეტალური ინფორმაციის მისაღებად და შეხვედრებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე – https://azraki.ge/product/shemetsnebithi-turne-regionebshi/


Spread the love