მიმდინარე წლის 15 და 16 აპრილს,ამბროლაურსა და ონში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი – ,,ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” რომელიც ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

პროექტის ინიციატორია დაცული ტერიტორიების სააგენტო, ფინანსური მხარდამჭერი – გოპა, განმახორციელებელი – ეკოვიჟენი, რეგიონში ადგილზე კოორდინატორი – ზრდასრულთა განათლების ცენტრი. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართულია განათლების სამინისტრო, ადგილობრივი რესურს-ცენტრები, ადგილობრივი სკოლები, რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.

ტრენინგები გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე: ,,დაცული ტერიტორიები და ბიომრავალფეროვნება”, ,,ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში”, ასევე სხვა აქტივობები.
