/კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით – რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

კონკრეტულ ადგილებში ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით – რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

Spread the love

ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სან­ქცი­ე­ბი გამ­კაცრ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ქუ­ჩა­ში, ეზო­ში, სტა­დი­ონ­ზე, სკვერ­ში, პარკში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში, აე­რო­პორ­ტში, კი­ნო­თე­ატ­რში, თე­ატ­რში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ავ­ტო­სად­გურ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას, ნაც­ვლად 200 ლა­რი­სა, 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და ცივი ია­რა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ას. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მისი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს პი­რის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნაც­ვლად.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, „ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა“ გუ­ლის­ხმობს, ასე­ვე, ისე­თი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­დე­საც პირი იმგვა­რად ფლობს ცივ ია­რაღს, რომ მოხ­დეს მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა.

კო­დექ­სის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით „ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა“ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ ისე­თი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­დე­საც პირს ცივი ია­რა­ღი უჭი­რავს ხელ­ში, მი­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს სხე­ულ­ზე ან ინა­ხავს ტან­საც­მელ­ში.

მომხსე­ნებ­ლის, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დერ და­რახვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ მოქ­მედ ნორ­მას აქვს ხარ­ვე­ზე­ბი, ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რია და ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

„2022 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბრის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მოხ­და მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის 147 შემ­თხვე­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის 166 და ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის 130 შემ­თხვე­ვა. თუ ყვე­ლა ამ და­ნა­შა­ულს და­ვა­ჯა­მებთ, 35% შემ­თხვე­ვა­ში იყო ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დანა და მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მკვლე­ლო­ბე­ბის 53% მოხ­და და­ნით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვხე­დავთ, რომ მოქ­მედ რე­გუ­ლი­რე­ბას არ გა­აჩ­ნია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტი იმი­სათ­ვის, რომ სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი ავი­რი­დოთ“, – გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.


Spread the love