/“მწვანე ბარათის” გათამაშება იწყება

“მწვანე ბარათის” გათამაშება იწყება

Spread the love

რეგისტრაცია 2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამისთვის დაიწყება 2022 წლის 5 ოქტომბერს, ოთხშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე. რეგისტრაცია დასრულდება 2022 წლის 8 ნოემბერს, სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე. სარეგისტრაციო პერიოდში აპლიკანტის მიერ ერთზე მეტი განაცხადის შეტანა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

მწვანე ბარათის პროგრამა DV-2024-ის ინსტრუქცია

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია, სანამ შეავსებთ სააპლიკაციო ფორმას.

საელჩო დაინტერესებულ პირებს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს, რაც პროგრამაში მონაწილეობისთვისაა საჭირო:

▪️რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე იწყება;
▪️ რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე;
▪️ რეგისტრაცია იყო და არის უფასო;
▪️ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
▪️ თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს;
▪️ რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
▪️ სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
▪️ აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას;
▪️ შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამის (DV -2024) სრული ინსტრუქცია:https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads/sites/165/DV-2024-Instructions-in-GEO.pdf


Spread the love