/ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

Spread the love

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7793 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1544 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2931 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 აგვისტოდან შევა ძალაში.


Spread the love