/ტრანსკავკასიური ბილიკის მოხალისეობრივი პროგრამა – TCT 2022

ტრანსკავკასიური ბილიკის მოხალისეობრივი პროგრამა – TCT 2022

Spread the love

ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT) პირველი გრძელმანძილიანი ბილიკთა ქსელია რეგიონში, რომელიც ორი საფეხმავლო დერეფნით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებულ ეროვნულ პარკებსა და სალაშქრო ბილიკებს დააკავშირებს. პროექტი გრძელვადიანია და საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს.
➡️დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://transcaucasiantrail.org/en/home/

ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია საზაფხულო საველე პროგრამა მოხალისეებისთვის.  
მოცემული აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გაატაროთ 10 დღე ზესხოსა და ღების სამთო ბანაკებში და წვლილი შეიტანოთ ტრანსკავკასიური ბილიკის მშენებლობაში.

👉სანამ აპლიკაციის შევსებას დაგაწყვეტთ, გთხოვთ, გაეცნოთ მოკლე საინფორმაციო ბროშურას, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით TCT-ის მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ: https://rb.gy/lknwpt

🟠მოხალისეობისთვის საჭიროა:
 * იყოთ სრულწლოვანი
 * გქონდეთ მოხალისეობის სურვილი
 * შეგეძლოთ ფიზიკურ გამოწვევებთან გამკლავება
 * შეგეძლოთ სალაშქრო ზურგჩანთით გრძელი მანძილების გავლა
 * გქონდეთ საბანაკე აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები)

🟢რას უზრუნველყოფს TCT:
* ტრანსპორტირებას ქუთაისიდან სამუშაო ადგილამდე და უკან
* სამუშაო იარაღებს
* უსაფრთხოების საშუალებებს
* ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას
* საკვებს
* საბანაკე აღჭურვილობას (შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან ზაფხულის სეზონზე ორგანიზაციის აღჭურვილობა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ თითქმის სრულად არის ათვისებული)

❗️აპლიკაცია დაიხურება მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფებში ადგილები შეივსება. ასე რომ, იჩქარეთ!

მოცემული კითხვარი პროგრამით დაინტერესებული მონაწილეების შერჩევაში გვეხმარება. გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ კითხვებს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.

შერჩეული მონაწილეები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას შეკრების ადგილის (ქუთაისის საბაზო ბანაკის ლოკაციის) და სამთო ბანაკში წასაღები ნივთების შესახებ.

https://docs.google.com/forms/d/1Mpf650IcnlyCTVl99D5kboMSmkfilyoddZMzrAXatvQ/edit?usp=drivesdk


Spread the love