/შიდა ფრენების სიხშირის გაზრდა იგეგმება

შიდა ფრენების სიხშირის გაზრდა იგეგმება

Spread the love

I კვარტალის მონაცემებით, მესტიის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 13%-ით არის გაზრდილი. ამბროლაურის აეროპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით 43%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ნატახტარის აეროპორტით, 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 17%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

შიდა ფრენებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე საუბროებენ კომპანია “აკ-ეარ ჯორჯიაშიც” – კომპანიაში, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანაში შიდა ფრენებს ახორციელებს.

კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი ამბობს, რომ შიდა ფრენების რაოდენობა მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ აეროპორტების გაერთიანებასთან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე მსჯელობა უკვე მიდის.

“ნელ-ნელა უცხოელების სეგმენტი იკავებს შიდა ფრენებში დომინანტურ ადგილს. საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა. წინასწარი საუბარი გვქონდა დამკვეთთან, აეროპორტების გაერთიანებასთან. ცალსახად იქნება განსხვავებული სიხშირეები. კვირაში უფრო მეტი სიხშირე განხორციელდება. სიხშირეები, სავარაუდოდ, ყველა მიმართულებით გაიზრდება და იმედია, ეს ძალიან მალე დაიწყება. ალბათ მინიმუმ უახლოეს ერთ კვირაში გადაიხედება განრიგები და დაემატება კიდევ რეისები”, – აცხადებს კომპანია “აკ-ეარ ჯორჯიას” ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.


Spread the love