/დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო

დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო

Spread the love

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ დარგის ექსპერტებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სხვა დანარჩენი რეგულაციები დღეიდან მოიხსნება.

მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. შეიძლება თქვას, რომ კოვიდვითარება დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს 51 ახალი შემთხვევა გვქონდა. ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდი ვითარებაა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები.

დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებში. ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Spread the love