/მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება

Spread the love

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს მართავენ, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

“2021 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ახალი, „AM” – კატეგორიის – მოპედების მართვის მოწმობების გაცემა, რომელიც 28 მარტიდან სავალდებულო გახდება. ამავე თარიღიდან სავალდებულო ხდება მოპედების რეგისტრაცია.

ახალი „AM” კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად გასვლის დროს, მოქალაქეები სრულად თავისუფლდებიან გამოცდის საფასურისგან. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიისმართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.

შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე, დისტანციურად, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვა, ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


Spread the love