/რეაბილიტაციის მხარდაჭერა: პოსტ-კოვიდური მდგომარეობის თვით-მართვა

რეაბილიტაციის მხარდაჭერა: პოსტ-კოვიდური მდგომარეობის თვით-მართვა

Spread the love

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი აქვეყნებს რეკომენდაციებს პოსტ-კოვიდური მდგომარეობის თვით-მართვის შესახებ, რომელიც განკუთვნილია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი მოზრდილებისთვის. ბროშურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პირებს, რომლებიც გადიან ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პერიოდს, ასევე, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალში მკურნალობა. ექიმებისგან მიღებულ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ბროშურა ადამიანებს დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და ზრუნვის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ეს არის მეორე გამოცემა იმ ბროშურისა, რომელიც თავდაპირველად 2020 წლის შუა პერიოდში გამოიცა და რამდენიმე განახლებულ განყოფილებასა და ახალ თემას მოიცავს. იგი აერთიანებს იმ ინფორმაციას, რაც კოვიდ-მდგომარეობისა და მისგან გამოჯანმრთელების პროცესზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა ცნობილი.

ბროშურა შედგენილია რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან კონსულტაციის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი წაკითხვის გამარტივების მიზნით ბროშურაში რეფერენციები (მტკიცებულებები) წარმოდგენილი არ არის, ყველა რეკომენდაცია მომზადებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით პოსტ-კოვიდური მდგომარეობის შესახებ და ახალი მტკიცებულებები ძალიან სწრაფად იჩენს თავს.

COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლა უკვე მოხსენიებული როგორც პოსტ-კოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი როგორც ხანგრძლივი კოვიდი ან პოსტ-კოვიდური სინდრომი. სიმპტომები, როგორც წესი უმჯობესდება დროთა განმავლობაში და ეს ბროშურა გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას ამ ზოგადი სიმპტომების თვითმართვისთვის. თუ სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება ან არ უმჯობესდება, აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია. შესაძლოა ბროშურას გაეცნოთ ეტაპობრივად, დაწყებული იმ სექციებით, სადაც საუბარია იმ სიმპტომებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ.

გარდა ამისა, ბროშურაში მოცემული რჩევები ექიმებმა შესაძლოა უშუალოდ თქვენს საჭიროებებს მოარგონ.ბროშურაში მოცემულმა რჩევამ არ უნდა ჩაანაცვლოს ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამა ან რეკომენდაცია, რომელიც უკვე გაგიწიათ ექიმმა.



Spread the love