/მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი საათი რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი საათი რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე

Spread the love

კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ შტამი, პლასტმასისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, წინა ვარიანტებზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობს, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მაგალითისთვის, თუ პლასტმასისა და პლასტიკური ნაწარმის ზედაპირზე უჰანიდან გავრცელებული ვარიანტი 56 სთ., „ალფა“ 191,3 სთ., „ბეტა“ 156,6 სთ., „გამა“ 59,3 სთ., ხოლო „დელტა“ ვარიაცია 114 სთ. ცოცხლობდა, „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 193,5 საათს აღწევს, რაც 8 დღეს უდრის.

რაც შეეხება ადამიანის კანზე კორონავირუსის ვარიანტების სიცოცხლის ხანგრძლივობას: თავდაპირველი, უჰანიდან გავრცელებული შტამის შემთხვევაში ის 8,6 სთ. იყო, „ალფას“ შემთხვევაში 19,6 სთ, „ბეტა“ შტამი კანზე 19,1 სთ. რჩებოდა, „გამა“ – 11 სთ., „დელტა“ – 16,8 სთ., ხოლო ადამიანის კანზე „ომიკრონის“ სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა 21,1 საათია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 355 204 984 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 606 038 ადამიანი გარდაიცვალა.


Spread the love