/საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 087 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 78 172 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 900, „პისიარ“-ტესტით – 31 272.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,42%, ბოლო 14 დღის – 15,32%, ბოლო შვიდი დღის – 19,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 977 832 გამოჯანმრთელდა, 14 813 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 676 520 აცრა, დღიურად აცრილია 7 661.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 651 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 023 პირი.


Spread the love