/რაჭის ახალგაზრდული იდეა აცხადებს საპროექტო განცხადების მიღებას

რაჭის ახალგაზრდული იდეა აცხადებს საპროექტო განცხადების მიღებას

Spread the love

რაჭის ახალგაზრდული იდეა
აცხადებს საპროექტო განცხადების მიღებას
თუ ხარ 15-24 წლის და გსურს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო ამბროლაურის რეგიონის განვითარებაში მაშინ ეს პროექტი მოგცემს ამის საშვალებას.

თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ პროექტები შემდეგ პრიორიტეტულ პრობლემებზე:
კლასგარეშე აქტივობები
ნარჩენების მართვა
განათლების ხარისხი.

ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 960 ლარს.

გაითვალისწინეთ, პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასი, აპარატურის შეძენა და ექსკურსია!!! უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას.

👇ეს არის განაცხადის ფორმა, რომელიც შევსებული უნდა გამოაგზავნოთ მონაწილეებმა ელ-ფოსტაზე ybrachayb@gmail.com 👇

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

599 59 55 41 ნია სოხაძე (პროგრამული დირექტორი)
551 80 45 10 ოთო დონაძე (ფინანსური მენეჯერი).

პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2022 წელის 31 იანვარი.

ახალგაზრდული იდეა გულისხმობს 7-10 ახალგაზრდისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, ჩამოყალიბება-გაძლიერებას ტრენინგებითა და ფინანსური რესურსებით, რათა ჩვენ, თავის მხრივ, თანატოლების მიერ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი პროექტების შერჩევა, დაფინანსება და მონიტორინგი შევძლოთ. ახალგაზრდული იდეის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა გვაქვს, სრულიად დამოუკიდებლად, უფროსების ზედამხედველობის გარეშე, განვახორციელოთ ყველა აქტივობა. წლის განმავლობაში ახალგაზრდული იდეის კომიტეტების მიერ 110-მდე კონკრეტული ინიციატივა ფინანსდება. ეს ინიციატივები მრავალფეროვანია და შეიძლება ეხებოდეს გარემოს დაცვას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, არჩევნებში პირველად მონაწილეების ინფორმირებას მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და ა.შ.


Spread the love