/საინფორმაციო ცენტრი აცხადებს მცირე პროექტების კონკურსს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით საქართველოს რეგიონებში

საინფორმაციო ცენტრი აცხადებს მცირე პროექტების კონკურსს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით საქართველოს რეგიონებში

Spread the love

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა” ფარგლებში აცხადებს მცირე პროექტების კონკურსს გრასრუტ ინიციატივების მხარდასაჭერად.

საინფორმაციო ცენტრი მხარს დაუჭერს და წაახალისებს გრასრუტ ინიციატივებს და ხელს შეუწყობს მცირე პროექტების განხორციელებას რეგიონებში. პროექტების განხორციელების  მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 თვე.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ისეთი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მოსახლეობის ცოდნისა და ინფორმირებულების დონის ამაღლებას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, ევროპული იდენტობისა და ღირებულებების, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაციას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებისა და მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიაწიგნიერების გაძლიერებას.

პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის.

პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ორიენტირებული უნდა იყოს შემდეგ მიმართულებებზე:

  • საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ნატო-ს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე;
  • საგანმანათლებლო პროგრამების/კამპანიების შემუშავება და განხორციელება ევროკავშირის და/ან ნატო-ს შესახებ;
  • ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდის ხელშეწყობა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს მომავალ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ნატო-სთან;
  • რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა დასავლური ინტეგრაციის შედეგად მიღებული ხელშესახები სარგებლის, არსებული შესაძლებელობებისა და დახმარების პროგრამების შესახებ;
  • ნატო-სა და ევროკავშირის, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის თემების ირგვლივ რეგიონებში, ადგილობრივ დონეზე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და პარტნიორობის მხარდაჭერა;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ფონდები, კვლევითი ცენტრები), რომლებსაც აქვთ მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება (ფიზიკური პირის შემთხვევაში ორწლიანი გამოცდილება).

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის განხორციელების სრული გეგმა და ბიუჯეტი;

კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 საუკეთესო საპროექტო განაცხადი, რომლებიც დაფინანსდება ჯამში 5000 აშშ დოლარის ფარგლებში შემდეგნაირად:

I ადგილი – 2000 აშშ დოლარამდე, 

II – III ადგილი – 1000 აშშ დოლარამდე 

IV – V ადგილი – 500 აშშ დოლარამდე

*პროექტების განხორციელების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კოვიდ 19-ის რეკომენდაციები.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects.eunatoinfo@gmail.com;

სათაურის ველში მიუთითეთ “გრასრუტ საპროექტო განაცხადი – განმცხადებლის სახელი, გვარი”.  განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 11 თებერვალი, 2022 წელი (23:59 საათამდე).

საპროექტო განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმები იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტების სახით.

ganackhadis-forma.docx – გადმოწერა / გახსნა

biujetis-forma.docx – გადმოწერა / გახსნა

*დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: 

  1. პროექტის წარდგენა
  2. პროექტების განხილვა

III. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება

  1. გამარჯვებული პროექტების შერჩევა

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: ხუთშაბათს, 20 იანვარს, 14:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე – projects.eunatoinfo@gmail.com

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელ-ფოსტაზე: projects.eunatoinfo@gmail.com; ან დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორებს (პროექტის კოორდინატორებთან ზარის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე):

მარიამ გიგაური, +995 598 32 26 85; mgigauri@mfa.gov.ge;

ანა ჩიხრაძე; +995 599 25 25 23;  achikhradze@mfa.gov.ge  


Spread the love