/მთავრობას, შესაძლოა, შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2023-მდე გაუხანგრძლივდეს

მთავრობას, შესაძლოა, შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2023-მდე გაუხანგრძლივდეს

Spread the love

მთავრობას, შესაძლოა, შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. 

შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დღეს, 22 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 

კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტიაა. პარლამენტში მყოფი ოპოზიცია მას ეწინააღმდეგება. 

ქართული ოცნების მტკიცებით, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანია, “შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება”.

მუხლი, რომლის მოქმედების გახანგრძლივებაზეც პარლამენტი მსჯელობს, მთავრობას ლოქდაუნის, კომენდანტის საათის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის დაწესების უფლებას აძლევს. 

მთავრობას შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება პირველად 2020 წლის მაისში მიენიჭა, შემდეგ – იმავე წლის დეკემბერში – 6 თვით. იგივე უფლება პარლამენტმა მთავრობას 6 თვით გაუხანგრძლივა 2021 წლის ივნისშიც, ახლა კი ერთწლიანი გახანგრძლივება იგეგმება. 


Spread the love