/სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა პირველად ჯანდაცვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში

სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა პირველად ჯანდაცვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში

Spread the love

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პოლიტიკის ნარკვევი „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა“ მთავრობის ვალდებულების მხარდასაჭერად, გააუმჯობესოს პირველადი ჯანდაცვის სერვისები. ნარკვევი მოიცავს რეკომენდაციებს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელთა დაფინანსების დასახვეწად, რათა მოხდეს შედეგების გაუმჯობესება და სახელმწიფო დანახარჯების სარგებლიანობის გაზრდა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

COVID-19 პანდემიამ დაგვანახა, რომ მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის აღდგენისათვის. გამოცემა ემთხვევა საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის (Universal Health Coverage) დღეს (12 დეკემბერი), რომელიც ეფუძნება პრინციპს, რომ ყველა ადამიანს, ადგილმდებარეობის მიუხედავად, უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები ფინანსური შეჭირვების გარეშე.

ნარკვევი ასახავს ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად: მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაში, პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და უფასო მისი გამოყენების ადგილზე და უნდა მოხდეს დაფინანსების სისტემის გადახედვა, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების ანაზღაურების ადეკვატური დაფინანსება.

„ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად“ – ამბობს ტრიინ ჰაბიხტი, WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი, „ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა.“

WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია. 2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო. თუმცა, ნარკვევი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველი შედეგის მიღწევას.

„მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი. ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი. აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა,“ ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე, – „ასევე ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას“.

„საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა“ ინგლისურ ენაზე: https://www.euro.who.int/en/countries/georgia/publications/rethinking-primary-health-care-financing-in-georgia-2021

WHO-  ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ბარსელონას ოფისი:

ჯანმო-ს ბარსელონას ოფისი წარმოადგენს წარმატების ცენტრს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ჯანმრთელობის დაფინანსების მხრივ. ოფისის სამუშაოს ძირითადი ნაწილი მოიცავს ქვეყნის და რეგიონის პროგრესის შეფასებას საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით ფინანსური დაცვის მონიტორინგის გზით – ჯანმრთელობისთვის ჯიბიდან გადახდების ზეგავლენის შეფასებას ცხოვრების სტანდარტებზე და სიღარიბეზე. ფინანსური დაცვა წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის მუშაობის ძირითად პრინციპს და მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორს. 

ოფისი ეხმარება ქვეყნებს რომ მათ შეიმუშაონ სტრატეგია, მონიტორინგი გაუწიონ პროგრესს და შეიმუშაონ რეფორმები ჯანდაცვის სისტემის პრობლემების დიაგნოსტიკის, ქვეყნის სპეციფიკური პოლიტიკური ალტერნატივების ანალიზის, მაღალი რანგის პოლიტიკური დიალოგის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით. ბარსელონას ოფისი ასევე მასპინძლობს ჯანმოს სწავლების კურსებს რომლებიც ეხება ჯანმრთელობის დაფინანსებას და ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერებას ჯანმრთელობის უკეთესი შედეგების მისაღწევად. ოფისი დაარსდა 1999 წელს და ეწევა საქმიანობას ესპანეთის, კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების განყოფილებას.

გაიგეთ მეტი WHO-ს ბარსელონას ოფისის შესახებ:  https://www.euro.who.int/en/about-us/organization/office-locations/who-barcelona-office-for-health-systems-financing,-spain

საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის დღე:

საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა (UHC) უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ფინანსური შეჭირვებისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად. ყოველი წლის 12 დეკემბერს, აღინიშნება საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის დღე. ამ დღეს ადამიანები მოითხოვონ ძლიერ, თანასწორ ჯანდაცვის სისტემებს, რომლებიც არავის დატოვებენ უკან. 2012 წლის 12 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი ისტორიულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა ყველა ქვეყანას, დააჩქარონ პროგრესი საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის მისაღწევად, რადგან იგი წარმოადგენს საერთაშორისო განვითარების მნიშვნელოვანს პრიორიტეტს.


Spread the love