/ცესკომ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა

ცესკომ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა

Spread the love

ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ცნობილია.საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და მას პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელ ორგანოდ მიიჩნევს. ამასთან, საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ რამდენიმე რეგიონში უკვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელზეც ოპოზიციის შეფასებით, ახალარჩეულ საკრებულოებს უნდა ემსჯელა.


Spread the love