/იაპონიის ელჩის, მისი აღმატებულების იმამურა აკირას ვიზიტი ფონდ ,,აფხაზინტერკონტის” ამბროლაურის ოფისში

იაპონიის ელჩის, მისი აღმატებულების იმამურა აკირას ვიზიტი ფონდ ,,აფხაზინტერკონტის” ამბროლაურის ოფისში

Spread the love

🇯🇵 🇬🇪 ფონდმა ,,აფხაზინტერკონტმა’’, 2021 წლის 17 ნოემბერს, უმასპინძლა იაპონიის ელჩს, მის აღმატებულება –იმამურა აკირას.


ბატონმა ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა მოინახულეს პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის მიწოდება რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის“ ფარგლებში შეძენილი სოფლის მეურნეობის ტექნიკა: სამი მცირე გაბარიტიანი ტრაქტორი, კულტივატორი, შესასხურებელი აპარატი, სათიბელა და მისაბმელები. რომლებიც უკვე აქტიურად ემსახურება ადგილობრივ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებსა და ფერმერებს.


პროექტის მიზანია: ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებით ხელი შეუწყოს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.


პროექტის მიერ შეძენილი ტექნიკით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა რეგიონის შეჭირვებულ მოსახლეობას და მცირე ფერმერებს, დაამუშაონ საკარმიდამო და სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები, განსაკუთრებით, მევენახეობის და მებოსტნეობის სფეროში.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ტექნიკის მნიშვნელობას, რამდენად მიზნობრივად არის ისინი გამოყენებული.


მიმდინარე წელს, სასოფლო ტექნიკით ისარგებლა 70–ზე მეტმა ფერმერმა ამბროლაურისა და ონის რაიონში.
ორგანიზაცია გეგმავს გააფართოვოს ამ მიმართულებით სერვისები და ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტექნიკით სარგებლობა.


აღნიშნული პროექტი არის საფუძველი, ორგანიზაციამ შექმნას სასწავლო ცენტრი და მოკლევადიანი კურსებით გადაამზადოს ახალგაზრდა მექანიზატორები.


ბატონი იმამურა აკირას ვიზიტს ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული–გუბერნატორი, ბატონი პაპუნა მარგველიძე, ქ. ამბროლაურის მერი დავით მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.


Spread the love