/ნანა მაისურაᲫე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის ახალგაზრდული მუᲨაკი გახდა

ნანა მაისურაᲫე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის ახალგაზრდული მუᲨაკი გახდა

Spread the love

დღეიდან, 30 ახალგაზრდულ ორგანიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკები ჰყავს!

მაᲗ Შორის არის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი ნანა მაისურაᲫე.

განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს (NCYOG) პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“-ს ფარგლებში სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამაში ჩართული იყო 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის თითო წარმომადგენელი, რომლებიც გადამზადდნენ ახალგაზრდულ მუშაკად სახელმწიფოს მიერ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამით.

პროფესიული კურსი წარმატებით გაიარა 25-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა, რომელთაც გადაეცათ განათლების ხარისსხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ პროგრამას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში.

National Council of Youth Organizations of Georgia (NCYOG)
ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია • Youth Workers’ Association of Georgia
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.


Spread the love