/ვინ არიან მობილური ახალგაზრდული მუᲨაკები ონის მუნიციპალიტეტᲨი

ვინ არიან მობილური ახალგაზრდული მუᲨაკები ონის მუნიციპალიტეტᲨი

Spread the love

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის- Skills for success’’ ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა დაიწყეს საქმიანობა, მათ შორის ონის მუნიციპალიტეტშიც.


პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის, კონდრად ადენაუერის ფონდისა და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები-Save The Children’’-ის მიერ.


პროექტის მიზანია სამეწარმეო და დასაქმების უნარების განვითარება-შენარჩუნების გზით ხელი შეუწყოს განათლების, დასაქმების, ტრენინგის მიღმა მყოფი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

საგანმანათლებლო საქმიანობის მთავარი ფორმატი მობილური ახალგაზრდული საქმიანობაა, რომელიც ძირითადად ხორციელდება, იქ სადაც ახალგაზრდული სერვისები და ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის განვითარებული და საქმიანობა დაფუძნებულია ახალგაზრდების ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე.


გარდა ახალგაზრდების მხარდაჭერისა, მობილური ახალგაზრდული მუშაკები ხელს უწყობენ არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმწოდებელი აქტორების (მაგ. არასამთავრებო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ), ერთმანეთთან კოორდინაციასა და სხვადასხვა სერვისების დანერგვასა და განვითარებას.


ონის მუნიციპალიტეტში მობილურ ახალგაზრდულ საქმიანობას განახორციელებენ Თამარ ხომასურიᲫე და ქეᲗი აბუᲗიᲫე. ისინი 2 წლის განმავლობაში, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტში, იზრუნებენ ახალგაზრდებისთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებასა და ადგილზე მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ახალგაზრდული სერვისებისა და ინიციტივების შექმნაზე.


მათ, პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, გაიარეს საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ შექმნილი მობილური ახალგაზრდული მუშაკის მომზადების
პროგრამა. ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ხუთდღიანი ტრენინგი შემდეგ თემებზე:


მუნიციპალიტეტში არსებული რესურსის იდენტიფიცირება, ანალიზი, გამოყენება საქმიანობაში;


მოწყვლადობა ახალგაზრდებში და მათთან მუშაობის სპეციფიკა;


გენდერული ‘მეინსტრიმინგი’ თეორიულად და პრაქტიკაში;


მოზარდებისა და ახალგაზრდების ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;


ბავშვთა დაცვის პოლიტიკა;


რეფერირების მექანიზმი;


ემოციური ინტელექტი და მისი როლი ახალგაზრდებთან მუშაობის დროს.

აღნიშნულ პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის განვითარებაში და ქმნის მობილური ახალგაზრდული საქმიანობის დანერგვის პრეცედენტს საქართველოში, რომელიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება.


Spread the love