/ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით საქართველოს 10 რეგიონში საქველმოქმედო კამპანიას ანხორციელებს

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით საქართველოს 10 რეგიონში საქველმოქმედო კამპანიას ანხორციელებს

Spread the love

13-14 ოქტომბერს (12:00-19:30/09:30-20:00) ქ. ამბროლაურში,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი მიიღებს  ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო გამოკლევებს უფასოდ.პროგრამის ფარგლებში უფასო სერვისებია:

მკერდის ულტრაბგერით გამოკვლევა;

მამოლოგის კონსულტაცია;

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევა;

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

აღნიშნული კვლევები ჩატარდება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში,მისამართი ბრატისლავა-რაჭის ქ. N11

2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ და Avon-ის დირექტორმა ანა ცხადაძემ.

თანამშრომლობის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, რაც 50 000$-ის ოდენობით განისაზღვრება, იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.

კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

15-16 ოქტომბერს (09:30-20:00) აღნიშნული ღონისძიება ასევე იქნება ქალაქ ონში. მისამართი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ -ქ. ონი, ვახტანგ მე-6 ქ. N10

მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე – 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.


Spread the love