ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა.
ეს 1 446 218 ადამიანია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა;
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – 36.71%;
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 42.04%;
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა.