დღეს, სოფელ შქმერთან იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კილომეტრია. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების დრო 1,5 საათით მცირდება.
გზის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვენო სვანეთის მხარეში და სხვა მიწვეული სტუმრები.